18 აპრილი 2024,   17:14
ვრცლად
"მუსოლინი გულზე იმიტომ მოხვდათ, რომ ფაშისტი იყო "- რომან გოცირიძე

„მუსოლინი გულზე იმიტომ მოხვდათ, რომ ფაშისტი იყო და ამის გამო დეპუტატების ემოციური ავარდნა იყო, ვიდრე ლოგიკური წვდომა“- ასე გამოეხმაურა ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე საკანონმდებლო ორგანოში კამათს, როდესაც საპარლამენტო უმცირესობამ უმრავლესობა მუსოლინის მსგავსი ცვლილებების შემოღებაში დაადანაშაულა.

ნაციონალური მოძრაობის წევრები მმართველი გუნდის მიერ შემუშავებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს ეწინააღმდეგება, რომლის მიხედვით, საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს. მათ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობის პროცესს უნდობლობა გამოუცხადეს.

„როდესაც რომელიღაც პარტია იღებს დაუმსახურებლად სხვების ხმას, ეს არის არასწორი და დისკრიმინაციული, ვინ გამოიყენა პირველად მუსოლინიმ თუ შემდგომაც ყოფილა ანალოგიური სისტემები გამოყენებული, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ლოგიკა არის ასეთი, შენ უნდა წაიღო ის ხმა, რაც დაიმსახურე, ნუ ცდილობ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებას სხვისი ხმებით, ეს არის არადემოკრატიული,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები