23 აპრილი 2024,   12:30
ვრცლად
პროექტი "სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება" - პირველი ფაზის ფარგლებში 40 სტუდენტი შეარჩიეს

დღეს ფაბრიკაში პროექტის სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება პირველი ფაზის შედეგები შეაჯამეს. შეხვედრაზე არსებული მოდელის გამოწვევები და სამომავლო აქტივობები განიხილეს.

პროექტის მიზანი, სტუდენტების კერძო სექტორის ფერმერული მეურნეობის პროცესში სწავლის შედეგის შესაბამისად ჩართვაა.

პროგრამის პირველი ფაზის ფარგლებში, 40 სტუდენტი შეირჩა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხა. 

„სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ადამიანი საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ მიღებული აქვს განათლება, ვერ ახერხებს შრომის ბაზარში ინტეგრირებას. ფაქტობრივად, დუალური განათლება არის გარანტია თავიდანვე იმისა, რომ სტუდენტს, პროფესიულ განათლებაში იქნება, თუ უმაღლესში, ექნება ის უნარები, რომლებიც დამსაქმებელს სჭირდება,“ - განაცხადა საქართველოს ვიცეპრემიერმა, განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ.

 

დღის ამბები