28 მაისი 2020,   18:59
ვრცლად
ოპოზიცია პროკურატურას ნინო გვენეტაძის მიმართ გამოთქმული ბრალდებების გამოძიებას თხოვს

პროკურატურის პოზიცია, დაიწყებს თუ არა უწყება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებზე მოკვლევას, ამ დრომდე უცნობია. გადაცემა არჩევანის ეთერი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა ნინო გვენეტაძე მოსამართლეების მიმართ მუქარასა და ზეწოლაში დაადანაშაულა.

იუსტიციის საბჭო, რომელიც ვალდებულია უზენაესი სასმართლოს თავმჯდომარის მიმართ დისციპლინური დევნა დაიწყოს, საკითხზე კომენტარს არ აკეთებს. ოპოზიციური პარტიები კი, მთავარ პროკურორს საქმეში გარკვევის მოთხოვნით მიმართავენ და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პროკურატურაში დაბარებას ითხოვენ.

მმართველი გუნდის წევრები ფიქრობენ, რომ ნინო გვენეტაძის მიმართ მძიმე ბრალდებების არასაკმარისი მტკიცებულებები არსებობს. მათი აზრით, ოპოზიცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიას ატარებს.

სავარაუდოდ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ახსნა-განმარტების წარმოდგენა კვირის ბოლოს, უმრავლესობის დახურულ სხდომაზე მოუწევს.

დღის ამბები