25 აპრილი 2024,   16:21
ვრცლად
გათავისუფლებული საჯარო მოხელეები - "საია" და ოპოზიცია რეორგანიზაციის ხარვეზებზე საუბრობს

2300 გათავისუფლებული საჯარო მოხელე, 5 მილიონ 300 ათას ლარზე მეტი გაცემული კომპენსაცია და 55 მილიონ 344 ათასი ლარით შემცირებული საბიუჯეტო ხარჯების ოდენობა - ასეთია სამინისტროებში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგები. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კვლევის შედეგები გაასაჯაროვა. 12 გამოკითხული სამინისტროდან რეორგანიზაცია მხოლოდ 5 უწყებაში ჩატარდა.

საიას თავმჯდომარე რეორგანიზაციის პროცესის ხარვეზებზე საუბრობს. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ მთავრობამ ანგარიში კანონმდებლებს უნდა წარუდგინოს.

ოპტიმიზაციისა და რეორგანიზაციის პროცესის ხარვეზებზე საუბრობს ოპოზიციაც. მათი თქმით, აუცილებელია აღმასრულებელმა ხელისუფლებამ პარლამენტში ანგარიში წარადგინოს.

საიას ანგარიშს არ იზიარებენ მინისტრთა კაბინეტის წევრები. მათი თქმით, უწყებებში შემცირდა ადმინისტრაციული ხარჯი, სამინისტროების მხოლოდ ნაწილში კი, ჩატარდა არამასშტაბური რეორგანიზაცია. მთავრობის წევრები ამბობენ, რომ ყველა უწყების ხელმძღვანელმა გადაწყვეტილება ინდივიდუალურად მიიღო. საიას კვლევას არაობიექტური უწოდა პრემიერმინისტრმა. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები