31 მაისი 2020,   14:04
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა იწყება - საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობა ცნობილია

საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა იწყება. საორგანიზაციო კომისიის 9 კაციანი შემადგენლობა, რომელიც დღის წესრიგს შეიმუშავებს, უკვე ცნობილია. კომისიაში უმრავლესობის, ევროპული საქართველოს, პატრიოტთა ალიანსის წევრები, ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს თავმჯდომარე შედიან. კომისია გადაწყვეტს, როდის და სად გაიმართოს სახალხო განხილვები, ასევე რომელი დეპუტატები და ექსპერტები შეხვდებიან მოსახლეობას სხვადასხვა ქალაქებში.

შეხვედრებში მონაწილეობას ნაციონალური მოძრაობა არ აპირებს. ამ საკითხზე გადაწყვეტილება არასაპარლამენტო ოპოზიციაში ჯერ არ მიუღიათ, ასევე უცნობია, ჩაერთვება თუ არა პროცესში პირადად საქართველოს პრეზიდენტი.

საორგანიზაციო კომისია მუშაობის ფორმატთან დაკავშირებით ხვალ იმსჯელებს, პირველი სახალხო განხილვა კი ქუთაისში, ორ დღეში გაიმართება.

ამავე თემაზე
დღის ამბები