19 აპრილი 2024,   11:57
ვრცლად
ბუნებრივ აირზე ფასის მომატებაზე გადაწყვეტილებას "სემეკი" ორ თვეში გამოაცხადებს

ენერგეტიკის მინისტრი არ გამორიცხავს, რომ ბუნებრივი აირი გაძვირდეს, თუმცა, კახა კალაძე არ აკონკრეტებს, რამდენით შეიძლება გაიზარდოს გაზის ტარიფი. მარეგულირებელ კომისიაში 4 ენერგეტიკული კომპანიის განაცხადი შევიდა, ყაზტრანსგაზი, საქგორგაზი და გაზის ტრანსპორტირების კომპანია გაზის ტარიფის მომატებას თებერვლიდან ითხოვენ. სემეკი გადაწყვეტილებას ზაფხულის დასაწყისში გამოაცხადებს.

მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას ელოდება Socar Georgia-ც, აზერბაიჯანული კომპანიის ხელმძღვანელი თბილისში ამბობს, რომ ტარიფის გაზრდის მიზეზი ლარის გაუფასურებაა.

ოპოზიცია ხელისუფლებას არასწორი ენერგეტიკული პოლიტიკის გამო აკრიტიკებს.

მარეგულირებელ კომისიას 4 მსხვილი კომპანიის განაცხადის განსახილველად 5 თვე აქვს. ეს ვადა ივლისის ბოლოს გადის. თუმცა, არ არის გამორიცხული, გაზის გაძვირებაზე განცხადება სემეკში უფრო ადრე გაკეთდეს.

დღის ამბები