25 აპრილი 2024,   18:03
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებები და მუსოლინის სისტემა - პარლამენტის სხდომა ურთიერთბრალდებების ფონზე

დღეს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობა პოლიტიკური ბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა. სხდომაზე ევროპული საქართველოს წევრებმა ქართული ოცნების მმართველობის სტილი მე-20 საუკუნის დასაწყისის ფაშისტური იტალიის ლიდერის, ბენიტო მუსოლინის მმართველობას შეადარა. კონსტიტუციის ახალი რედაქციის პროექტზე საუბრისას ირაკლი კობახიძემ ყველა ოპონენტს პირადად უპასუხა.

ნაციონალური მოძრაობასა და ევროპულ საქართველოში დარწმუნებული არიან, რომ თუ გაუნაწილებელი მანდატების შესახებ ხელისუფლების შეთავაზებული ვერსია კონსტიტუციით დამტკიცდება, შედეგი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის მუსოლინის სისტემაზე არანაკლებ საშიში აღმოჩნდება.

პრეზიდენტის არჩევის წესთან ერთად, საარჩევნო სისტემას და გაუნაწილებელი მანდატების საკითხს, ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში მთავარ წინააღმდეგობებად ასახელებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები