20 აპრილი 2024,   12:47
ვრცლად
სამინისტროებში რეორგანიზაციის გასაჯაროება - "საიამ" შესაძლოა სასამართლოს მიმართოს

სამინისტროებში ჩატარებული რეორგანიზაცია და ოპტიმიზაცია - განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ საჭიროდ არ ჩათვალა, საჯარო ინფორმაცია მიეწოდებინა ორგანიზაციისთვის, რომელმაც უწყებების რეორგანიზაციის პროცესი შეისწავლა. განათლების მინისტრი სამინისტროში ჩატარებულ ოპტიმიზაციას წარმატებულად მიიჩნევს, თუმცა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მოთხოვნის მიუხედავად, დეტალების გასაჯაროების აუცილებლობას, ამ ეტაპზე ვერ ხედავს. 

თანამშრომლობაზე უარის თქმის გამო, იურისტები განათლების სამინისტროს კანონის დარღვევაში ადანაშაულებენ.

განათლების სამინისტროს მიერ საჯარო ინფორმაციის დამალვის გამო, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში არ გამორიცხავენ, რომ სასამართლოს მიმართონ. იმ უწყებების ჩამონათვალში, რომლებმაც ინფორმაციის გასაჯაროვება არ ისურვეს, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებიც მოხვდნენ.

რა შედეგებით განხორციელდა უწყებებში ოპტიმიზაცია, რა რაოდენობის თანხა დაიზოგა ამის შედეგად და რა ხარვეზები გამოიკვეთა პროცესში - ეს იყო საიას მიერ ჩატარებული მონიტორინგის მთავარი მიზანი.

დღის ამბები