20 აპრილი 2024,   13:05
ვრცლად
4 დღე არჩევნებამდე - საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატების ტელე დუელი

პრეზიდენტობის კანდიდატთა დებატები - ემანუელ მაკრონი და მარინ ლე პენი 47 მილიონი ამომრჩევლის გადაბირებას არჩევნებამდე 4 დღით ადრე დღევანდელი ტელე დუელის დროს შეეცდებიან.

საფრანგეთის ევროპული პოლიტიკა იქნება ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომლის შესახებაც კანდიდატები იკამათებენ. პროფესიით ეკონომისტი მაკრონი საფრანგეთის მომავალს მხოლოდ ევროკავშირში ხედავს. ნაციონალური ფრონტის ლიდერი მარინ ლე პენი კი, მოსახლეობას ევროკავშირიდან ქვეყნის გაყვანას და მკაცრ საიმიგრაციო პოლიტიკას პირდება.

ორი საარჩევნო კამპანიის პარალელურად, საფრანგეთში სხვა სახის აგიტაციაც მიმდინარეობს. ორგანიზატორები პლატფორმად სოციალურ მედიას იყენებენ და მოსახლეობას მოუწოდებენ, ხმა არც მაკრონის და არც მარი ლე პენის სასარგებლოდ მისცენ. 

საფრანგეთის პოლიტიკური ელიტაც და კულტურის სფეროს ცნობილი წარმომადგენლებიც ემანუელ მაკრონის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ. ბოლოდროინდელი სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, მაკრონს გამოკითხულთა 59, ლე პენს კი 41 პროცენტი ემხრობა.

დღის ამბები