31 მაისი 2020,   15:25
ვრცლად
ერდოღანმა პუტინი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე მიიწვია

რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ვლადიმერ პუტინი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე მიიწვია. შეხვედრა სტამბოლში 22 მაისსაა დაგეგმილი, თუმცა უცნობია, მიიღებს თუ არა მასში რუსეთის ლიდერი მონაწილეობას.

ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრა დღეს, სოჭში გაიმართა. სამსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ, ლიდერები ეკონომიკური სავაჭრო ბარიერების მოხსნაზე შეთანხმდნენ, თუმცა სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

თურქეთისა და რუსეთის პირველმა პირებმა დიდი დრო დაუთმეს გლობალური ტერორიზმისა და სირიის კრიზისზე საუბარს და ამ საკითხების მოგვარებაში მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

დღის ამბები