20 აპრილი 2024,   17:53
ვრცლად
გერმანელმა სამართალდამცველებმა ქვეყნის არმიაში ნეონაცისტების დაჯგუფება გამოავლინეს

გერმანელმა სამართალდამცველებმა ქვეყნის არმიაში ნეონაცისტების დაჯგუფება გამოავლინეს. გამოძიების მიზეზი ოფიცერის საქმე გახდა, რომელმაც დევნილის მოწმობა აიღო და თავდასხმის მოწყობას აპირებდა. 28 წლის ოფიცერი ძალოვანებმა უკვე დააკავეს და მისი კუთვნილი იარაღი აღმოაჩინეს, რომელიც ეჭვმიტანილმა ვენის აეროპორტში დამალა.

გამოძების ვერსიით, არმიის უფროსი ლეიტენანტი დანაშაულის ჩადენას ულტრა ნაციონალისტური შეხედულებებით გეგმავდა და მისი მიზანი გერმანულ საზოგადოებაში მიგრანტების საწინააღმდეგო განწყობის შექმნა იყო.

სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილის 5 თანამზრახველი საფრანგეთში აიყვანეს, ჩხრეკისას მათ იარაღი და ნაცისტების სიმბოლოები აღმოაჩინეს.

დღის ამბები