20 აპრილი 2024,   04:34
ვრცლად
ავარია თეთრიწყაროს რაიონში - გარდაცვლილია ახალგაზრდა ცოლ-ქმარი

ავარია თეთრიწყაროს რაიონში. ორი მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი გარდაიცვალა. მეორე ავტომობილში მსხდომმა მგზავრებმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.

შემთხვევა დაახლოებით საღამოს 6 საათზე მოხდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთავი 2-ს განუცხადა, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მე7 ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევამ ორი ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

 

დღის ამბები