20 აპრილი 2024,   00:22
ვრცლად
ჩავწეროთ კანონში, რომ უვადოდ გადაინიშნოს ყველა მოსამართლე გარდა ლევან მურუსიძისა - მურუსიძე კრიტიკას პასუხობს

იუსტიციის საბჭოს მდივანმა, ლევან მურუსიძემ მისი და მაია სულხანიშვილის მოსამართლედ უვადოდ დანიშვნის თაობაზე სამოქალაქო სექტორის კრიტიკას უპასუხა. მისი აზრით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ორმაგი სტანდარტები აქვთ.

„არ უნდა იყოს აქ საუბარი კონკრეტულ პიროვნებაზე, მაშინ ჩავწეროთ კანონში, რომ უვადოდ გადაინიშნოს ყველა მოსამართლე, გარდა ლევან მურუსიძისა. არასამთავრობოები, რომლებიც მხარს უჭერენ ვენეციის კომისიას დაანებონ ამ ორმაგ სტანდარტს თავი,“ - განაცხადა ლევან მურუსიძემ.

მან ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაზეც ისაუბრა, ლევან მურუსიძის თქმით, მას არ განუხილავს, თუ რატომ აირჩიეს არასამთავრობოში თავმჯდომარედ სწორედ ანა ნაცვლიშვილი, რადგან მათ გადაწყვეტილებას პატივს ცემს. მან არასამთავრობოს კვალიფიკაციაც დაუწუნა.

„კარგია ახალგაზრდა იურისტები, მაგრამ ჯობია, რომ ვიყოთ უფრო მეტი იურისტები და არა ახალგაზრდები,“ - განაცხადა ლევან მურუსიძემ.

დღის ამბები