18 აპრილი 2024,   11:14
ვრცლად
ფოტო სოციალურ ქსელში - სავარაუდოდ, "ღამის მგლების" ჯგუფის ერთ-ერთი წევრი თბილისშია

50-მდე რუსი ბაიკერი, რომლებიც საქართველოში არ შემოუშვეს - მესაზღვრეების გადაწყვეტილების მიუხედავად, დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა რამდენიმე ფოტო, რომლებზეც სავარაუდოდ, სწორედ ღამის მგლების წევრია ასახული. ავტორების განმარტებით, ფოტოები თბილისის ცენტრში, არაყიშვილის ქუჩაზეა გადაღებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში კი ნათქვამია:

"აპრილის თვეში, დაანონსებულ ვიზიტამდე, ღამის მგლების ჯგუფისგან დამოუკიდებლად, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, ტურისტული მიზნით, სხვა ქვეყნების ბაიკერებთან ერთად, ამოსაცნობი ატრიბუტიკის გარეშე და სათანადო დოკუმენტაციით, გადმოკვეთა ერთმა პირმა, რომელიც, როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ღამის მგლების ჯგუფის წევრია." 

შეგახსენებთ, რომ ბაიკერებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ქართველმა მესაზღვრეებმა ვიზიტის მიზნების შესახებ გამოიკითხეს და საბოლოოდ ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრეს.

დღის ამბები