23 აპრილი 2024,   19:10
ვრცლად
მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის წარმომადგენლებთან შეხვედრის მზადყოფნას გამოთქვამს

პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტის წარმომადგენლებთან შეხვედრისთვის მზადყოფნა გამოთქვა. პარლამენტარი იმედოვნებს, რომ პრეზიდენტთან ერთად, კონსტრუქციული დიალოგის გამართვის შესაძლებლობა მიეცემათ.

„დარწმუნებული ვარ, კონკრეტულ შედეგს მივიღებთ, იმიტომ, რომ ჩვენი შეთავაზების არსიც ამაში მდგომარეობდა, რომ ამ შემთხვევაში განსხვავებული აზრის მოსმენის საშუალება ექნება საზოგადოებას. არცერთი მხარე არ გვგონია, მოწოდებული იყოს, რომ სანახაობა შექმნას, მითუმეტეს, ჩვენი მხარე. გამომდინარე აქედან, მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება კონსტრუქციული საუბარი, დიალოგი საზოგადოებასთან,“ - აცხადებს მამუკა მდინარაძე. 

საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო სახალხო განხილვებში მხოლოდ მას შემდეგ ჩაერთვება, რაც მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლები საორგანიზაციო და ტექნიკურ დეტალებს დააზუსტებენ. ასეთია პრეზიდენტის ადმინისტრაციის პასუხი უმრავლესობის შეთავაზებაზე, რომ განხილვებში უშუალოდ პრეზიდენტმა მიიღოს მონაწილეობა.

დღის ამბები