16 აპრილი 2024,   14:20
ვრცლად
ფაქტობრივად პირწმინდად მოუგო ქართულმა მხარემ რუსეთის დიპლომატიას - გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ იმ დადგენილებაზე ისაუბრა, რომლის მიხედვით, ამერიკის მთავრობას ეკრძალება იმ ქვეყნების დაფინანსება, რომლებიც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობას აღიარებენ.

„ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც აღიარებს იმას, რომ ე.წ. დამოუკიდებელი სახელმწიფოები შეიქმნა საქართველოს ტერიტორიაზე და არ დაუპირისპირებდა იმ ისტორიულ უსამართლობას, რომელიც ოკუპაციაში გამოიხატება, ნებისმიერ ასეთ ქვეყანას არ გაეწევა დახმარება შეერთებული შტატებიდან. თქვენ ისიც იცით, რომ ეს დიპლომატიური ომი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა აწარმოებს 2008 წლიდან, არაღიარების თვალსაზრისით, ფაქტობრივად პირწმინდად მოუგო ქართულმა მხარემ რუსეთის დიპლომატიას,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

დღის ამბები