20 აპრილი 2024,   07:49
ვრცლად
ე.წ. კორტების საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში 25 მაისს გაგრძელდება

ე.წ. კორტების საქმის განხილვა, დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვით, სააპელაციო სასამართლოში 25 მაისს გაგრძელდება. დღეს პროცესზე დაკავებულმა ირაკლი ფირცხალავამ მოწმეების ჩვენებებში არსებულ შეუსაბამობებზე ისაუბრა.

მისი განმარტებით, კონკრეტულმა მოწმეებმა პროკურატურისთვის სასურველი ჩვენები დივიდენდის სანაცვლოდ მისცეს. ფირცხალავას თქმით, მოსყიდული იყო პირველი ინსტანციის მოსამართლეც, რომელმაც გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

“საქმე არის ისეთი, რომ არანაირი მოწმე არ არსებობს. ყველა არის მიკერძოებული და ტყუილი ჩვენების მიმცემი, რაც დადასტურებულია დოკუმენტალურად. შესაბამისად, სასამართლოს აქვს ერთადერთი სამართლებრივი გზა, ასეთ მტკიცებულებებზე გამოიტანოს მხოლოდ გამამართლებელი განაჩენი,“ - განაცხადა ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა.

დღის ამბები