19 აპრილი 2024,   20:45
ვრცლად
"საპარტნიორო ფონდი" ქართული ღვინის მწარმოებლებს ღვინის ექსპორტში დაეხმარება

საპარტნიორო ფონდი ქართული ღვინის მწარმოებლებს ღვინის ექსპორტში დაეხმარება. ფონდი ადგილობრივი ღვინის მეწარმეებს ინიციატივით მიმართავს და ჩინეთის რესპუბლიკის პროვინციების ბაზრის ათვისებაში ხელშეწყობას სთავაზობს.

"ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ საპარტნიორო ფონდის ეს ინიციატივა, ეს პროექტი გავაცნოთ, პირველ რიგში, ამ დარგის სპეციალისტებს, მწარმოებლებს. მოვისმინოთ მათგან რეკომენდაციები," - აცხადებს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, დავით საგანელიძე. 

შეხვედრაზე მხარეებმა ფონდის მიერ წარმოდგენილი ღვინის საექსპორტო პროგრამა და ადგილობრივი წარმოების ღვინის საექსპორტო პოტენციალი განიხილეს.

დღის ამბები