19 აპრილი 2024,   11:57
ვრცლად
პოლიტიკური საქმიანობის გეგმები - დავით უსუფაშვილი "ექსპერტთა კლუბის" წევრებს ხვდება

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ექსპერტთა კლუბის წევრებს ხვდება და თავის სამომავლო პოლიტიკური საქმიანობის გეგმებს აცნობს. შეხვედრა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. უცნობია, შესთავაზებს თუ არა უსუფაშვილი კლუბის წევრებს მის ახალ პარტიაში გაწევრიანებას.

„ამ გეგმით გამოსვლის აზრი და მიზანი სწორედ ის იყო, რომ ამ დღეებში შედგეს მასზე მსჯელობა დაინტერესებულ საზოგადოებაში, რაც მეც და ჩემს კოლეგებსაც დაგვეხმარება, როგორც პოლიტიკური პარტიის ფორმირებაში, ისე იმ საზოგადოებრივი აქტიურობის ქსელის შექმნაში, რასაც სამოქალაქო პარტნიორობა ჰქვია. ახალი პოლიტიკური ძალა გვჭირდება ქვეყანას, მაგრამ, ეს უნდა იყოს ახლებური პოლიტიკური ძალა,“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ დავით უსუფაშვილი ცდილობს ქართულ პოლიტიკაში ახალი სტილის შემოტანას. 

„ის ცდილობს, რომ ახალი სტილი შემოიტანოს და დაამკვიდროს და გააჩინოს მოთხოვნა სწორედ ამაზე საზოგადოებაში, რომ გამოცდილება და კვალიფიკაცია იყოს პოლიტიკურ ბრძოლაში გამარჯვების საწინდარი,“ - აღნიშნა ხათუნა ლაგაზიძემ.

დღის ამბები