25 აპრილი 2024,   15:28
ვრცლად
ოპოზიცია კონსტიტუციის ახალი ვარიანტის საჯარო განხილვებს იწყებს

ნაციონალური მოძრაობის წევრები ხვალიდან კონსტიტუციის ახალ ვარიანტს თბილისის მოსახლეობასთან განიხილავენ. შეხვედრები დედაქალაქის რამდენიმე უბანში ერთდროულად მოეწყობა. ოპოზიციონერები თბილისელებთან დიალოგს მეტროში, ავტობუსებში და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში გეგმავენ.

ოპოზიციის ნაწილი კი ხვალ ქუთაისში, საორგანიზაციო კომისიის მიერ ორგანიზებულ სახალხო განხილვებზე კითხვების დასმას აპირებს. განსაკუთრებული აქცენტი პარლამენტის ადგილმდებარეობაზე გაკეთდება. ოპოზიციის მტკიცებით, მმართველი გუნდი ახალი კონსტიტუციით, ადგილმდებარეობის ცვლილებას გეგმავს.

მმართველი გუნდი ოპოზიციას მიზანმიმართული პროვოკაციის მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს. საპარლამენტო უმრავლესობა საყოველთაო განხილვის პარალელური პროცესის ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ აყენებს.

საყოველთაო განხილვების პარალელურად, საკოორდინაციო საბჭოს 15-მა პოლიტ სუბიექტმა საგანგებო დოკუმენტი შეიმუშავა, რომელსაც ვენეციის კომისიას გადაუგზავნიან. დოკუმენტით, რომელიც უკვე დაურიგდა სხვადასხვა პარტიებს ხელმოსაწერად, ოპოზიციონერები პრეზიდენტის არჩევის წესს და გაუნაწილებელი მანდატების საკითხს აკრიტიკებენ.

დღის ამბები