24 აპრილი 2024,   11:05
ვრცლად
პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო სახალხო განხილვაში ჩაერთვება

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსსა და პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარეს შორის შეხვედრა დასრულდა. გიორგი აბაშიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ უმრავლესობის შეთავაზებას იღებენ და სახალხო განხილვებში ჩაერთვებიან. 

გიორგი აბაშიშვილის თქმით, პრეზიდენტი ხვალ ქუთაისში დაგეგმილ პირველ საერთო განხილვას ევროკომისართან დაგეგმილი შეხვედრის გამო ვერ დაესწრება.

ხელისუფლება კონსტიტუციის ახალი ვარიანტის განსახილველად მოსახლეობას თბილისის გარდა, კიდევ 10 ქალაქში შეხვდება. დღესვე, საპარლამენტო უმრავლესობამ საერთო სახალხო განხილვებში მონაწილეობა პირადად გიორგი მარგველაშვილს შესთავაზა.

ხვალიდან 11 დღის განმავლობაში მოსახლეობასთან შეხვედრა სხვადასხვა დიდ ქალაქში გაიმართება. პროცესში მონაწილეობას საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი მიიღებს.

ევროპული საქართველო კი, ამ შეხვედრებს პლებისციტის ჩატარების ინიციატივის კიდევ ერთხელ წარდგენისთვის გამოიყენებს. ნაციონალური მოძრაობა მოსახლეობასთან კონსტიტუციაზე სასაუბროდ შეხვედრას დამოუკიდებლად გეგმავს.

პირველი სახალხო განხილვა ხვალ ქუთაისში გაიმართება.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები