24 იანვარი 2020,   01:04
ვრცლად
აშშ-ის აკრძალვა იმ ქვეყნების დაეხმარებაზე, ვინც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობას აღიარებს

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული დადგენილების საფუძველზე, ამერიკის მთავრობას იმ ქვეყნების დაფინანსება ეკრძალება, რომლებიც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობას აღიარებენ. მსგავსი ჩანაწერი წარმომადგენელთა პალატის მიერ შემუშავებულ საბიუჯეტო პროეტში გაჩნდა, რომელიც კონგრესს დასამტკიცებლად უკვე გაეგზავნა. ამერიკის სახელმწიფო უწყებებს ყველა ის ქმედება ეკრძალება, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციის მხარდაჭერას ითვალისწინებს.

საქართველოს პრეზიდენტი ამ აკრძალვას ქვეყნის დიპლომატიის გამარჯვებას უწოდებს. პრემიერმინისტრმა კი, 30 კონგრესმენის მიერ საქართველოს მხარდასაჭერ წერილზე და ორ ქვეყანას შორის გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ოპონენტების თქმით, საბიუჯეტო ჩანაწერმა დაარწმუნა სკეპტიკოსები, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებშიც, საქართველოს მხარდაჭერა გრძელდება. თუმცა, ოპოზიცია ასევე აცხადებს, რომ სტრატეგიული პარტნიორის ამ მტკიცე გზავნილს ხელისუფლების მხრიდან ასევე სწორი პოლიტიკა უნდა მოჰყვეს.

სპეციალისტები ამბობენ, რომ დამტკიცების შემთხვევაში, ამ ჩანაწერით საქართველო ქმედით ბერკეტებს, რუსეთი კი აღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებულ მკაცრ სიგნალს მიიღებს.

ბიუჯეტის პროექტის აკრძალვები მკაცრია რუსეთის მიმართ უკრაინასთან დაკავშირებითაც, აქტში ნათქვამია, რომ პენტაგონის ბიუჯეტის თანხები არ შეიძლება დახარჯული იყოს რაიმე ქმედებაზე, რომელიც ხელს უწყობს რუსთის მხრიდან ყირიმის ანექსიის მხარდაჭერას.

დღის ამბები