19 აპრილი 2024,   08:23
ვრცლად
მამუკა ახვლედიანის სკანდალური განცხადება - ბრალდებებს შესაბამის ინსტიტუტებში არ გამოხმაურებიან

თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის სკანდალურ განცხადებებზე რეაგირებას პოლიტიკოსები და მესამე სექტორი ერთდროულად ელოდება. საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძე მუქარასა და ზეწოლაში საჯაროდ 2 დღის წინ დაადანაშაულა.

უზენასი სასამართლოს თავმჯდომარე მის ერთადერთ კომენტარში, რომელიც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა, ამბობს, რომ მამუკა ახვლედიანის მიერ ზეწოლისა და მუქარის შესახებ დასახელებული ფაქტები სიცრუეა და მას ამ თემაზე საუბარი არ სურს.

პოლიტიკოსების ნაწილი თვლის, რომ დუმილი და უმოქმედობა კიდევ უფრო მეტ კითხვებს აჩენს. ოპოზიციურ პარტიებში თვლიან, რომ სასამართლო ხელისუფლება ახვლედიანის განცხადებებს რეაგირების გარეშე დატოვებს.

მესამე სექტორი დისციპლინარული მოკვლევის გარდა, სამართალდამცველების მხრიდან რეაგირების საჭიროებას ხედავს. მმართველი გუნდის ნაწილი კვლავ დამატებით მტკიცებულებებს ითხოვს, ნაწილი კი გამოძიების დაწყების მომხრეა.

მამუკა ახვლედიანის საჯარო ბრალდებებს შესაბამის ინსტიტუტებში არ გამოხმაურებიან.

დღის ამბები