20 იანვარი 2020,   20:12
ვრცლად
"ამარტა" 5 წლიანი პაუზის შემდეგ მკითხველს უბრუნდება

პირველი ქართული ჟურნალი მოდის შესახებ ისევ მკითხველს ელოდება. ჟურნალი ამარტა 5 წლიანი პაუზის შემდეგ განახლებული ლოგოთი, ახალი იდეებით და საერთაშორისო პროექტებით ქართველი და არა მხოლოდ ქართველი მკითხველისთვის დაბრუნდა.

ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ფოტოგრაფმა სამგანზომილებიანი ფოტო პროექტი პირველი ქართული მოდის ჟურნალისთვის გადაიღო.

პირველივე ნომერში ამარტა მკითხველს არა ერთ საერთაშორისო დონის ექსკლუზივს სთავაზობს.

ამარტა - პირველი ქართული ჟურნალი მოდის შესახებ, 2000 წელს შეიქმნა, უამრავი განხორციელებული პროექტით 2012 წელს მკითხველს დროებით დაემშვიდობა.

დღის ამბები