18 აპრილი 2024,   13:53
ვრცლად
ჯავახიშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სამი პირია დაკავებული

ჯავახიშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სამი პირია დაკავებული. ამის შესახებ ინფორმაცია რუსთავი 2-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. ამ ეტაპზე უწყება მათ ვინაობას არ ასაჯაროებს. 

მკვლელობა ჯავახიშვილის ქუჩაზე გუშინ საღამოს მოხდა. 26 წლის გიორგი შარაშენიძე მძიმე ჭრილობებით, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 

არაოფიციალურად თავდასხმის ერთადერთ ვერსიას, პირად დაპირისპირებას განიხილავენ.

ქალაქის ცენტრში 26 წლის ბიჭის ჩაცხრილვის საქმეზე გამოძიება ორი მუხლით - განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარებითაა დაწყებული. 

დღის ამბები