25 აპრილი 2024,   16:16
ვრცლად
კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო განხილვაზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების დასწრებამ დაპირისპირება გამოიწვია

კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო განხილვაზე ქართული ოცნების პარტიული აქტივისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების დასწრებამ დაპირისპირება გამოიწვია.

განხილვისას ასევე არაერთი შეკითხვა დაისვა ქუთაისის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის შენარჩუნებასთან დაკავშირებით.

„მახსენდება ტელესერიალიდან ისეთი ფრთიანი გამონათქვამი დახვეწილობის კურსები გაქვთ ალბათ მხედველობაში, რომელშიც უნდა დაიხვეწოს, თურმე კონსტიტუცია. თურმე საუნივერსიტეტო ფუნქცია ექნება ქუთაისს, ყველას გეუბნებით, რამდენიმე კვირის უკან ვიყავი იქ და მოგუგუნე ტრაქტორების მაგივრად, ბაყაყების ყიყინი არღვევს იქ მყუდროებას. პარტიული ვალდებულებით მოხვედით, რომ ტაში დაგეკრათ ამ ბატონებისთვის, დამერწმუნეთ, ნებისმიერი პოლიტიკური პარტია არსებობს გარკვეული დროის განმავლობაში,“- განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა, გიორგი თევდორაძემ.

პარლამენტის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ უპასუხა.

"ყველამ ვიცით, რატომ გადმოიტანეს ქუთაისში პარლამენტის შენობა, იმიტომ, რომ ჭირივით ეშინოდათ მიტინგების, რომელიც იმართებოდა თბილისის პარლამენტის წინ. ყველამ იცის, რა იყო მაშინ ამ ნაბიჯის მიზანი, ჩვენი ნაბიჯების, გეგმების მიზანი არის ქუთაისის რეალური განვითარება,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები