20 აპრილი 2024,   09:35
ვრცლად
ევროკომისიის პრეზიდენტი ინგლისურ ენას პრიორიტეტულად აღარ მიიჩნევს

ევროკომისიის პრეზიდენტი ინგლისურ ენას პრიორიტეტულად აღარ მიიჩნევს. ჟან კლოდ იუნკერმა ფლორენციაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ამიერიდან მისი საჯარო გამოსვლები მხოლოდ ფრანგულენოვანი იქნება.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ეს განცხადება ნახევრად ხუმრობით გააკეთა და აღნიშნა, რომ ბრექსიტის ფონზე ინგლისური ენა ევროპაში დღეს მნიშვნელობას კარგავს.

მან ბრიტანეთის გასვლას ევროკავშირიდან ტრაგედია უწოდა და განაცხადა, რომ შარშანელი რეფერენდუმის შედეგები ევროკავშირის სისუსტემ განაპირობა.

დღის ამბები