19 აპრილი 2024,   13:14
ვრცლად
საქართველოში უსახლკარო მოზარდების რაოდენობა არაოფიციალური მონაცემებით 2 ათასზე მეტია

საქართველოში არაოფიციალური მონაცემებით 2 ათასზე მეტი უსახლკარო მოზარდია. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით იკრძალება არასრულწლოვნების მუშაობა და ექსპლუატაცია, კონკრეტული ფაქტებიც რეაგირების გარეშე რჩება.

ქუჩაში ექსპლუატაციის მსხვერპლი ბავშვების იდენტიფიცირებას​ და კანონმდებლობის დონეზე მათი უფლებების დაცვას მოითხოვს World Vision საქართველო. ორგანიზაციამ, რომელიც ქუჩაში მომუშავე ბავშვებს ეკონომიკურ დახმარებას უწევს და მათი ცხოვრების გაუმჯობესებაზე მუშაობს, ახალი კამპანია დაიწყო. ამით საქართველო ბავშვებზე ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ გლობალურ კამპანიას შეუერთდა.

გაეროს ბავშთა ფონდი ხელისუფლების მხრიდან მეტი ჩართულობის აუცილებლობისკენ მიუთითებენ. ქვეყნის მასშტაბით სულ 5 სპეციალური ცენტრი არსებობს. მათი სიმცირის გამო უსახლკარო ბავშვების უმეტესობის პრობლემა კვლავ მოუგვარებელია. არ მიმდინარეობს მათი საჭიროებების, დანერგილი სერვისებისა და დახარჯული ფინანსების ეფექტიური კვლევა და მონიტორინგი.

 

დღის ამბები