24 აპრილი 2024,   09:41
ვრცლად
დაპირისპირება სცენაზე და მწვავე კამათი - საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი საყოველთაო განხილვა დასრულდა

საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი საყოველთაო-სახალხო განხილვა დასრულდა. განხილვის დროს გაუნაწილებელი მანდატების, ბლოკების შეზღუდვის საკითხი და პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის გაუქმება საკონსტიტუციო კომისიის წევრების ნაწილმა გააპროტესტა.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს ქართული ოცნების მიერ შეთავაზებული მანდატების გაყოფის წესი ბენიტო მუსოლინის სისტემას ახსენებს.

მწვავე დისკუსია მოჰყვა პარლამენტის ადგილმდებარეობის საკითხს. მმართველი გუნდის მტკიცებით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიუხედავად ქუთაისი საპარლამენტო ქალაქის სტატუსს არ დაკარგავს, რომელიც ირაკლი კობახიძის თქმით, ქალაქმა წლების წინ პოლიტიკური მოტივების გამო შეიძინა.

მმართველი გუნდის გარდა, ოპოზიციას ოპონირებას დარბაზიდან დღეს შეხვედრის სხვა მონაწილეებიც უწევდნენ. მათ ნაწილს პრეტენზიები ისეთ პარტიასთან ჰქონდა, რომლის წარმომადგენლები სახალხო განხილვას საერთოდ არ ესწრებოდნენ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები