19 აპრილი 2024,   12:48
ვრცლად
ტრამპის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი არის დასტური საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა - გიორგი მარგველაშვილი

"დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი არის დასტური საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა," - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის შესახებ გააკეთა.   

პრეზიდენტ მარგველაშვილის განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.  

“ამ კანონით შეერთებული შტატები იცავს საქართველოს სუვერენიტეტს, ერთიანობას და განსაკუთრებულ სიძლიერეს ჰმატებს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ორივე პალატამ, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ და უშუალოდ პრეზიდენტმა ტრამპმა ამ გადაწყვეტილებით კიდევ უფრო გააძლიერეს საქართველოსა და აშშ-ს სტრატეგიული თანამშრომლობა," - ნათქვამია განცხადებაში.  

აშშ-ის პრეზიდენტმა საკანონმდებლო აქტს ხელი გუშინ მოაწერა. ამ აქტის თანახმად, ამერიკის შეერტებული შტატების ბიუჯეტიდან იკრძალება იმ ქვეყნებისა და ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლობას აღიარებენ. 

დღის ამბები