16 აპრილი 2024,   12:01
ვრცლად
აზიის განვითარების ბანკი ქვეყნის საინვესტიციო ლიმიტს 350 მილიონ აშშ დოლარამდე გაზრდის

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, იაპონიის ქალაქ იოკოჰამაში აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს 50-ე წლიურ შეხვედრაში მონაწილეობს.

წლიური შეხვედრის ფარგლებში, დიმიტრი ქუმსიშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა. ასევე, ორმხრივი შეხვედრები გაიმართა აღნიშნული საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის სხვა ხელმძღვანელ პირებთან და მსხვილი საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებთან.

ვიზიტისას წამატებით დასრულდა მოლაპარაკებები და აზიის განვითარების ბანკი ქვეყნის საინვესტიციო ლიმიტს 200 მილიონი აშშ დოლარიდან 350 მილიონ აშშ დოლარამდე გაზრდის.

როგორც აღინიშნა, აზიის განვითარების ბანკი მხარს უჭერს ეკონომიკური რეფორმების განხორციელებას საქართველოში და მოლაპარაკებების შედეგად მიღებული ფინანსური რესურსები მიიმართება ქვეყნის ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად.

დღის ამბები