26 ივნისი 2019,   07:03
ვრცლად
ტრამპის მიერ ხელმოწერილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი აქტი და შეფასებები თბილისში

ოფიციალურმა ვაშინგტონმა 2017 წლის ბიუჯეტის კანონში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ ჩანაწერი გააკეთა. დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი აქტის თანახმად, აშშ ფინანსურ დახმარებას შეუწყვეტს ნებისმიერ ქვეყანას, ვინც ოკუპირებულ რეგიონების აღიარებას ან რაიმე სახით ურთიერთობის დამყარებას შეეცდება.

დოკუმენტის თანახმად, ვაშინგტონი კრძალავს, რაიმე სახის დაფინანსება გამოყენებულ იქნას რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის მხარდასაჭერად. კანონი პირდაპირ მოუწოდებს ამერიკის ფინანსთა სამინისტროს, შესაბამისი ინსტრუქცია მისცეს ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს, რომ თავი შეიკავონ ნებისმიერი იმ პროგრამის დაფინანსებისგან, რომელიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს.

დონალდ ტრამპის ხელმოწერილ კანონს თბილისში საქართველოს პრეზიდენტი სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა.

პარლამენტში მიაჩნიათ, რომ ამერიკის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი ტექსტი ქვეყანას არაღიარების პოლიტიკის გაძლიერებაში დაეხმარება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები