19 აპრილი 2024,   22:16
ვრცლად
რაჭაში კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების განხილვას მხოლოდ მმართველი გუნდის დეპუტატები ესწრებოდნენ

დღეს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების სახალხო განხილვა რაჭაში გაიმართა. დეპუტატები ამჯერად მხოლოდ მმართველი გუნდიდან მოსახლეობას ამბროლაურში შეხვდნენ. მათ შორის იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობების თანამშრომლები და ქართული ოცნების პარტიული აქტივიც.

შეხვედრის მონაწილეების მხრიდან კრიტიკული მოსაზრებები და შეკითხვები არ გაჟღერებულა. დამსწრეებისთვის კონსტიტუციაში შემავალი ცვლილებები მისაღებია. ზოგიერთს ჰქონდა წინადადება, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი საერთოდ გაუქმდეს.

ადგილობრივებისთვის მნიშვნელოვანი თემა რუსეთთან ურთიერთობის დათბობაც იყო.

პარალელურად კი ოპოზიცია კამპანია დაიცავი კონსტიტუციის ფარგლებში თბილისში მოსახლეობას შეხვდა და ქვეყნის მთავარ კანონში დაგეგმილი ცვლილებების ხარვეზებზე მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდეს.  

85-მა არასამთვრობო ორგანიზაციამ პარლამენტში სპეციალური განცხადებაც შეიტანა. ისინი საარჩევნო ბარიერის დაწევასა და გაუნაწილებელი მანდატების გამარჯვებული პარტიისთვის გადაცემის გაუქმებას ითხოვენ.

 

დღის ამბები