19 სექტემბერი 2019,   21:59
ვრცლად
გოჩას სახელობის კონკურსი 2017 - რუსთავი2-ში შიდა კონკურსი გაიმართა

რუსთავი2-ში "გოჩას სახელობის კონკურსი 2017" გაიმართა. კურიერის ოპერატორმა სამაუწყებლო კომპანიის შიდა კონკურსში წლის საუკეთესო ოპერატორის ნომინაციაში გაიმარჯვა. მას საჩუქრად "გოჩა რამიშვილის თასი" გადაეცა.

სამაუწყებლო კომპანიის გამორჩეული ოპერატორი, გოჩა რამიშვილი, რომელიც პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა, დღეს 41 წლის გახდებოდა. რუსთავი2-მა წელს პირველად გოჩა რამიშვილის სახელობის კონკურსი ჩაატარა.

პოსტსკრიპტუმის ჟურნალისტების, გიორგი გვიშიანის და თენგო გოგოტიშვილის, წამოწყების შედეგად კიდევ 6 ნომინაციის გამარჯვებული გამოვლინდა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში გადაღებულ კადრს შორის "ყველაზე ისტორიული" კურიერის ოპერატორის მამუკა ჯინჭარაძის ობიექტივში მოხვდა.

ნომინაციაში "სარისკო კადრი" ფავორიტი ლევან კალანდია გახდა. ის 2017 წლის აპრილში ბათუმის მოვლენებს საკმაოდ რთულ ვითარებაში იღებდა.

საუკეთესო ფიჩერსის ოპერატორი თორნიკე კოშაძე გახდა. 

ნიუს-რეპორტაჟის ნომინაცია კურიერის ოპერატორს, ვაჩე გოგოლაშვილს, ერგო. 

დღის ამბები