23 სექტემბერი 2019,   01:16
ვრცლად
ერთი ნაბიჯითაც არ წაგვწევს წინ აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემის მოგვარებაში - ბურჯანაძე ტრამპის ხელმოწერილ დოკუმენტზე

დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე, აშშ-ის პრეზიდენტის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ აქტზე ხელის მოწერას პოზიტიურად აფასებს.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, როდესაც ასეთი გავლენიანი ქვეყანა მხარს უჭერს არაღიარების პოზიციას. თუმცა, მისი თქმით, ეს რუსეთის გავლენებს არ შეაფერხებს.

„მე არცერთხელ არ ვყოფილვარ ლოიალური რუსეთის იმ ნაბიჯების მიმართ, რომელიც ჩემი ქვეყნისთვის არის მიუღებელი. არცერთი საზღვრის გადმოწევის თემაზე მე ლოიალური არ ვყოფილვარ და ვიყავი, პრაქტიკულად, თითქმის გამონაკლისი პოლიტიკოსებს შორის, რომელიც მუდმივად ვამბობდი იმას, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს უმწვავესი რეაქცია ე.წ. საზღვრის გადმოწევის აბსოლუტურად ყველა ნაბიჯზე,“ - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

მან ასევე, აღნიშნა, რომ რუსეთთან ურთიერთობების დალაგება შეაჩერებს ე.წ. საზღვრის გადმოწევას და ქვეყანას აფხაზეთის საბოლოოდ დაკარგვას აარიდებს. მან განმარტა, რომ აშშ-ის ახალი დოკუმენტის მიუხედავად, ერთი ნაბიჯითაც არ დაეხმარება ქვეყანას ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემების მოგვარებაში. ნინო ბურჯანაძემ ხელისუფლება უმოქმედებაში დაადანაშაულა.

"კიდევ ერთხელ მივესალმები იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღო აშშ-ის კონგრესმა და სენატმა და კარგია, რომ ამას ხელი მოაწერა ამერიკის პრეზიდენტმა, მაგრამ ეს ჩვენ ერთი ნაბიჯითაც არ წაგვწევს წინ აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემის მოგვარებაში," - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

 

დღის ამბები