19 აპრილი 2024,   20:59
ვრცლად
აუტანელი საყურებელია პირდაპირი მლიქვნელობა, რომელსაც ზოგიერთი ადამიანი დარბაზიდან ხელისუფლების მიმართ იჩენს - ნინო ბურჯანაძე

"ცხადი იყო, რომ კონსტიტუცია იყო დაწერილი და ბეჭედდასმული შუშის სასახლეში, ბიძინა ივანიშვილთან და ვერავინ გაბედავდა ამ კონსტიტუციაში ვერცერთი სიტყვის შეცვლას,“ - ამის შესახებ დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ, შაბათის კურიერის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

ნინო ბურჯანაძე ქართული ოცნების მიერ შემუშავებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს არ ეთანხმება.

ოპოზიციის წარმომადგენლის თქმით, დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს წევრები კონსტიტუციის პროექტის სახალხო განხილვებში მონაწილეობას მიიღებენ, რათა კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ მოსახლეობამ ობიექტური ინფორმაცია მიიღოს.

„ბოდიშის მოხდით, აუტანელი საყურებელია პირდაპირი მლიქვნელობა, რომელსაც ზოგიერთი ადამიანი დარბაზიდან ხელისუფლების მიმართ იჩენს. არ შეიძლება ასე ყველა ხელისუფლებას საზოგადოების გარკვეული ნაწილი ფეხქვეშ ეგებოდეს. პრაქტიკულად, მოსახლეობას კონსტიტუცია თავზე გადაახიეს,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები