20 აპრილი 2024,   06:52
ვრცლად
ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ქართული ოცნება განწირულია წაგებისთვის - ზურაბ ჭიაბერაშვილი

ევროპული საქართველოს წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, პლებისციტის მიზანსა და საერთო სახალხო განხილვებზე განსხვავებული აქცენტების ეთერში საუბრობს.

მისი თქმით, ამბროლაურში დღეს მისმა პარტიამ საჯარო განხილვებში მონაწილეობა არ მიიღო, რათა საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ, რა ხდება, როცა ოპოზიცია არ ერთვება განხილვებში.

ზურაბ ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, რომ ქუთაისში შეხვედრაზე კარგად გამოჩნდა, რომ ხელისუფლებას მწვავე კითხვებზე პასუხი არ ჰქონდა.

„აუცილებელია, ქართულ ოცნებას ჩვენ წინააღმდეგობა გავუწიოთ ყველგან,“ - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

ზურაბ ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, რომ პლებისციტის ჩატარებას ბევრი მომხრე ჰყავს. მან განაცხადა, რომ მისი პარტია საერთო სახალხო განხილვებზე დასწრებას გააგრძელებს.

პარლამენტარმა აღნიშნა, რომ გადაუნაწილებელი მანდატების გადაცემა არაპროპორციულად მოხდება და ძალაუფლების ზედმეტი კონცენტრაცია მმართველ გუნდის ხელში იქნება. მისთვის ასევე გაუგებარია, რატომ იქნება ზიანის მომტანი კოალიციური მთავრობა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის რეიტინგი დაწეულია და დარწმუნებულია, რომ მოსახლეობა მომავალ არჩევნებში ქართულ ოცნებას ზურგს შეაქცევს.

„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ქართული ოცნება განწირულია წაგებისთვის და მისთვის აუცილებელია, რომ ჩვენ აბსოლუტურად ყველა ადგილას, სადაც მიდის ქართული ოცნება, გავუმართოთ მას ბრძოლა და ხალხს ავუხსნათ, არა მარტო ჩვენსავე მომხრეებ, არამედ ავუხსნათ მათსავე მომხრეებს რამხელა შეცდომას ჩადის ქართულ ოცნება, როცა ძალაუფლების უზურპაციას ცდილობს,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

დღის ამბები