20 აპრილი 2024,   20:14
ვრცლად
უკრაინის გადაწყვეტილება - ყირიმში კიევის ნებართვის გარეშე ნამყოფი რუსი ჟურნალისტები ევროვიზიის კონკურსზე არ დაიშვებიან

ყირიმში კიევის ოფიციალური ნებართვის გარეშე ნამყოფი რუსი ჟურნალისტები ევროვიზიის კონკურსზე არ დაიშვებიან. უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა გაავრცელა. ანტონ გერაშენკოს განცხადებით, ქვეყნის ტერიტორიაზე არ დაიშვება არცერთი ჟურნალისტი, რომელსაც უკრაინის სახელმწიფო საზღვარი აქვს დარღვეული და უკანონოდ არის ნაყოფი ყირიმში. მისივე ინფორმაციით, აკრძალვა უკვე შეეხო ევროვიზიაზე აკრედიტებულ რუს ფოტო-კორესპონდენტს. Россия сегодня-ს წარმომადგენელი რამილ სიდიკოვი მესაზღვრეებმა გუშინ დააკავეს და ქვეყანაში არ შეუშვეს.

დღის ამბები