24 აპრილი 2024,   15:52
ვრცლად
ემანუელ მაკრონის პრესცენტრში რამდენიმე საათის წინ განხორციელებული ევაკუაციის მიზეზი ცნობილია

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის, ემანუელ მაკრონის პრესცენტრში რამდენიმე საათის წინ განხორციელებული ევაკუაციის მიზეზი საეჭვო ნივთი აღმოჩნდა. მედიის ცნობით, ეს ნივთი ერთ-ერთი გადამღები ჯგუფის ვიდეოკამერის ელემენტი იყო. მედიასაშუალების წარმომადგენლების პრესცენტრში შეშვების პროცესი უკვე დაწყებულია.

თბილისის დროით 15:00 საათზე უსაფრთხების სამსახურმა პრესცენტრიდან ჯერ ჟურნალიტები გაიყვანა, ამის შემდეგ კი მთელი პერიმეტრი გადაიკეტა. ტერიტორია მედიისთვის მხოლოდ რამდენიმე წუთის წინ გახსნა. ადგილზე კურიერის გადამღები ჯგუფი იმყოფება.

რამდენიმე საათში საფრანგეთის საარჩევნო უბნები დაიხურება. ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. მოსახლეობა არჩევანს ორ კანდიდატს: 39 წლის, პროევროპელ ემანუელ მაკრონსა და 48 წლის ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენს შორის აკეთებს.

არჩევნების პირველი ოფიციალური შედეგები თბილისის დროით 22:00 საათზე გახდება ცნობილი.

ევაკუაციის შესაცებ ფოტორეპორტაჟის სანახავად გადადით ბმულზე.

ამავე თემაზე
დღის ამბები