24 აპრილი 2024,   07:40
ვრცლად
„ჩვენი ამოცანა არ არის ჭარბი უპირატესობის მინიჭება გამარჯვებული პარტიისთვის" - ირაკლი კობახიძე

ქვეყნის მთავარი კანონის განხილვის დროს შეკრებილებს პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართვა და დოკუმენტის ახალი რედაქცია გააცნო. კითხვები ადგილობრივებს მანდატების გადანაწილებასთან დაკავშირებით ჰქონდათ.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო სახალხო განხილვა ჩოხატაურში გაიმართა. 

ირაკლი კობახიძის თქმით, გამარჯვებული პარტიისთვის დიდი უპირატესობის მინიჭება არ არის მთავარი ამოცანა. 

„ჩვენი ამოცანა არ არის ჭარბი უპირატესობის მინიჭება გამარჯვებული პარტიისთვის. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვიფიქროთ ისეთ დათქმაზე, რომელიც გამორიცხავს ნებისმიერ თეორიულ უსამართლო განვითარებას მოვლენების,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

დღის ამბები