26 აპრილი 2024,   00:40
ვრცლად
ომბუდსმენის არჩევის ვადა - განცხადებები კონსტიტუციის ახალი პროექტის განხილვაზე

კონსტიტუციის ახალი პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრებმა დღეს ჩოხატაურში ომბუდსმენის არჩევის წესში შესატან ცვლილებებზეც ისაუბრეს. 

შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართა და განაცხადა, რომ კონსტიტუციაში შევიდა ჩანაწერი, რომლის მიხედვითა სახალხო დამცველის არჩევა 2 ვადით არ შეიძლება. 

„როდესაც პარლამენტს მეორე ვადით შეუძლია ომბუდსმენის არჩევა, ასეთ შემთხვევაში სახალხო დამცველი ცდილობს, რომ იყოს უფრო ლოიალური პარლამენტის მიმართ და შესაბამისად, ეს შეიძლება უარყოფითად აისახოს მის ეფექტურობაზე და ამის საფუძველზე შევიდა კონსტიტუციაში ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც 2 ვადით არ შეიძლება სახალხო დამცველის არჩევა,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თემასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ.

„ომბუდსმენი უნდა იყოს ყოველთვის ძალიან კრიტიკული ხელისუფლების მიმართ. წესით და რიგით, არც ერთ პარლამენტს არ უნდა გაუჩნდეს სურვილი მოქმედი სახალხო დამცველის მეორეჯერ დანიშვნის და თუ ეს სურვილი ჩნდება, ესეიგი რაღაც ისე არ არის,“ - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

ომბუდსმენის შესახებ, ვახუშტი მენაბდის მიერ გაკეთებულ ამ განცხადებას მოძრაობა თავისუფლებისთვის - რეგიონების წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი გამოეხმაურა.

„გასაზიარებელია ბატონი ვახუშტის არგუმენტი, რომ მოქმედ პარლამენტს, რომლის წინაშეც ანგარიშებს წარადგენს ომბუდსმენი, შესაძლებელია ამან მისი კრიტიკულობა შეამციროს. თუმცა ეს არ უნდა იწვევდეს იმას, რომ ამ პიროვნება, მითუმეტეს თუ მან დაადასტურა რომ კარგი ომბუდსმენია, მომავალში ერთი ვადის ან თუმდაც ორი ვადის გამოტოვების შემდეგ, დარჩეს უფლება კიდევ ერთხელ იქნას ომბუდსმენად არჩეული,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

 

დღის ამბები