20 აპრილი 2024,   18:26
ვრცლად
ხელისუფლებაში მუდმივად ყოფნის სრული გარანტი - "ქართული ოცნება" კონსტიტუციის შესაცვლელად ემზადება

ქართული ოცნება კონსტიტუციის შესაცვლელად ემზადება. პროექტი, რომელიც ხელისუფლებამ თავად დაწერა, ქართული ოცნების გარდა, ყველასთვის მიუღებელია. ქვეყნის უზენაესი კანონი, პოლიტიკური წესრიგის მთავარი დოკუმენტი და მოქალაქეების ერთგვარი ხელშეკრულება სახელმწიფოსთან მოსახლეობას მთავარს, არჩევანის უფლებას ართმევს.

არჩევის წესის გარდა, მნიშვნელოვნად მცირდება პრეზიდენტის უფლებამოსილებებიც. პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლას, უმრავლესობის გარდა, არცერთი მომხრე არ ჰყავს.

პრეზიდენტის არჩევის გარდა, კონსტიტუციის ახალი რედაქცია, საპარლამენტო არჩევნების ახალ წესსაც განსაზღვრავს. მაჟორიტარული არჩევნები გაუქმდება, პარტიებს საარჩევნო ბლოკების შექმნა აღარ შეეძლებათ და ცალ-ცალკე მოუწევთ ბარიერის გადალახვა პარლამენტში მოსახვედრად.

ახალი რედაქციით, საკანონმდებლო ორგანოს ადგილმდებარეობა და ქუთაისის საპარლამენტო ქალაქის სტატუსი უქმდება.

ამ ეტაპზე უკვე ახალი კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო სახალხო განხილვა მიმდინარეობს, მაგრამ მანამდე, დოკუმენტზე მომუშავე კომისია, ეტაპობრივად, ყველა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ დატოვა და საბოლოო დოკუმენტზე არცერთი მათგანის ხელმოწერა არ არის. სახელისუფლებო განხილვებში ოპოზიციიდან მხოლოდ ევროპული საქართველო მონაწილეობს.

ხელისუფლება სავარაუდოდ, საკუთარი სურვილით უკვე დაწერილ პროექტში კორექტივებს აღარ შეიტანს. ოპოზიციას კი ვენეციის კომისიის და საზოგადოებრივი პროტესტის იმედი აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო მიიღებს კონსტიტუციას, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მუდმივად ყოფნის სრული გარანტიით.

 

 

 

დღის ამბები