24 ივნისი 2018,   13:08
ვრცლად
სახიფათო ტურიზმი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომელიც პოლიტიკასთან პირდაპირ კავშირშია

დონალდ ტრამპმა, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის მხარდაჭერით, ხელი მოაწერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ აქტს, რომელიც ამერიკას უკრძალავს იმ ქვეყნებისა თუ ორგანიზაციების დაფინანსებას, რომლებიც აფხაზეთის ან სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ.

ამერიკის პრეზიდენტის ეს ნაბიჯი მკაფიო სიგნალია ყველასთვის, რომ გადახედონ თავიანთ დამოკიდებულებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ - ეს ასევე ეხება უმსხვილეს ტურისტულ ვებგვერდებს, სადაც მილიონობით მომხმარებელი მთელი მსოფლიოდან სასტუმრო ოთახებს და ბინებს ჯავშნის.

ამ ვებგვერდებზე ოკუპირებული აფხაზეთი ცალკე ქვეყანად არის მოხსენიებული.

საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მსგავს პრობლემაზე აქტიურად მუშაობენ, რათა ოკუპირებული აფხაზეთის გვერდზე ყველგან საქართველო მიუთითონ.

ოკუპირებულ აფხაზეთში დასვენების გამოცდილების მქონე ბევრი რუსი ტურისტი საზოგადოებას დასასვენებლად რეგიონში ჩასვლას არ ურჩევს, რადგან რუსეთის ხელში, ოდესღაც საქართველო ულამაზეს კუთხედ წოდებული აფხაზეთი, დღეს ოკუპირებული და მიტოვებულია.

ავტორი: თენგიზ გოგოტიშვილი.

დღის ამბები