18 აპრილი 2024,   17:06
ვრცლად
საფრანგეთის პრეზიდენტი პირველი ოფიციალური მონაცემებით ემანუელ მაკრონი გახდა

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ოფიციალური შედეგები ცნობილია. რამდენიმე წუთის წინ ადგილობრივი შსს-ს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად ქვეყნის პრეზიდენტი ხმათა უმრავლესობით, 65.9%-ით პროევროპელი ემანუელ მაკრონი გახდა.

ოფიციალური მონაცემების თანახმად მაკრონის კონკურენტმა მარინ ლე პენმა ხმათა 34.1% მოაგროვა. 

ამ წუთებში ლუვრის მიმდებარე ტერიტორიაზე ემანუელ მაკრონის ამომრჩევლები უკვე ქვეყნის ახალ პრეზიდენტს ელოდებიან. ისინი მაკრონის მხარდამჭერი მაისურებით, ჩანთებითა და სხვა ატრიბუტიკით არიან აღჭურვილი.

არჩევნებში დამარცხება უკვე ოფიციალურად აღიარა მარინ ლე პენმა. ინფორმაციას ამის შესახებ REUTERS-ი ავრცელებს. ემანუელ მაკრონს მისმა კონკურნეტმა უკვე დაურეკა და გამარჯვება პირადად მიულოცა.

საფრანგეთის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ერთ-ერთი პირველი მილოცვა ბრიტანეთის პრემიერისგან, ტერეზა მეისგან მიიღო.

 

 

დღის ამბები