20 აპრილი 2024,   02:59
ვრცლად
ემანუელ მაკრონის ცხოვრება პრეზიდენტობამდე - ვინ არის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დღეიდან საფრანგეთის პირველი პირი იქნება

საფრანგეთის ახალარჩეული პრეზიდენტი, ემანუელ ჟან-მიშელ ფრედერიკ მაკრონი 1977 წლის 21 დეკემბერს დაიბადა. ის სწავლობდა ფილოსოფიას და საერთაშორისო ურთიერთობებს.

2006-2009 წლებში სოციალისტური პარტიის წევრი იყო. 2012 წელს ის საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის ადმინისტრაციაში გენერალური მდივნის მოადგილედ დანიშნეს. 2016 წლის აგვისტოში მაკრონი გადადგა და საარჩევნო მარათონში ჩაერთო.

მაკრონი პროევროპელი პოლიტიკოსია, რომელსაც საინვესტიციო-საფინანსო სფეროში დიდი გამოცდილება აქვს.

მისი მეუღლე, ბრიჯიტ მარი-კლოდ მაკრონი, ახალარჩეული პრეზიდენტის ყოფილი პედაგოგი და მასზე 24 წლით უფროსია. ამჟამად ბრიჯიტ მაკრონი ლიტერატურის მასწავლებელია.

შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ემანუელ მაკრონმა კონკურენტი, მარინ ლეპენი დამაჯერებლად დაამარცხა, წინასწარი მონაცემებით, მაკრონი 65,5%-ით ლიდერობს.

წყვილის შესახებ ფოტორეპორტაჟის სანახავად გადადით ბმულზე.

ამავე თემაზე
დღის ამბები