19 აპრილი 2024,   07:58
ვრცლად
მოსკოვის ყოფილი მერი, იური ლუჟკოვი თბილისშია

მოსკოვის ყოფილი მერი, იური ლუჟკოვი თბილისშია, დღეს ის წირვას დაესწრო, რომელიც მამა სერაფიმე ბით ხარიდიმ აღავლინა. როგორც ბერ დიაკვანმა რუსთავი 2-ს განუცხადა, მოსკოვის ყოფილი მერი ტაძარში, მეუღლესთან ელენა ბატურინასთან ერთად მივიდა.

"ჰქონდა ინტერესი დასწრებოდა არამეულ ენაზე წირვას და მოვიდა ტაძარში, წინასწარ არ გვქონდა ინფორმაცია, მისი სტუმრობის შესახებ,"- განაცხადა მამა სერაფიმემ.

დღესვე გავრცელებული ინფორმაციით, იური ლუჟკოვი უფლისციხეში იმყოფებოდა.

დღის ამბები