20 აპრილი 2024,   11:31
ვრცლად
ემანუელ მაკრონს გამარჯვებას მსოფლიო ლიდერები ულოცავენ

საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ემანუელ მაკრონს საფრანგეთის პრეზიდენტმაც მიულოცა. სატელეფონო საუბრისას ფრანსუა ოლანდმა მას წარმატება უსურვა. ახლად არჩეული პრეზიდენტი ტელეფონით ესაუბრა გერმანიის კანცლერს, რომელმაც მაკრონს კამპანიის დროს ევროკავშირის ერთიანიბის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ფრანგ ხალხს თავისუფლებისა და თანასწორობის გამარჯვება მიულოცა. ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან კლოდ იუნკერი იმედოვნებს, რომ ემანუელ მაკრონი ძლიერი და პროგრესული ევროპის იდეებით იხელმძღვანელებს.

მაკრონს გამარჯვება მიულოცა დიდი ბროტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კი, უახლოეს მომავალში თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

დღის ამბები