25 აპრილი 2024,   12:48
ვრცლად
„უნიათო ხელისუფლების მადიან გემოვნებას ეწირება ხალხის ბიუჯეტი" - ლევან თორია

ზუგდიდის ადგილობრივი ხელისუფლების ხარჯები - ნაციონალური მოძრაობის წევრმა ლევან თორიამ დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა. მან ზუგდიდის გამგეობისა და მერიის მიერ ერთი წლის განმავლობაში გახარჯული თანხების თაობაზე მონაცემები გაასაჯაროვა.

როგორც მან განაცხადა, ამ ხნის განმავლობაში საწვავზე გახარჯული თანხის ოდენობის შესახებ ამ უწყებებისგან პასუხი დღემდე ვერ მიიღო.  

ლევან თორიას განცხადებით, მერიისა და გამგეობის მიერ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით, საწვავის გარდა, სხვადასხვა მომსახურება გამგეობას და მერიას მილიონ 699 ათას 434 ლარი დაუჯდა. მათ შორის რესტორნებში 70 ათასი ლარზე მეტია დახარჯული 5 ცნობილ კერძზე, მათ შორის არის მწვადი, ელარჯი, გებჟალია და ხაჭაპური.

ასევე ხარჯებში შედის სამსახურეობრივი ავტომანქანების შეკეთება.

„უნიათო ხელისუფლების მადიან გემოვნებას ეწირება ხალხის ბიუჯეტი, ეს არის დღევანდელი ხელისუფლების გასტრონომია ხალხის ხარჯზე,“ - აცხადებს ლევან თორია.

დღის ამბები