19 აპრილი 2024,   03:16
ვრცლად
ქვეყნის ჯარისთვის მთავარსარდლის გაქრობა პრინციპულად პრობლემურად მიმაჩნია - გიორგი მარგველაშვილი

"საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ისტორიული უსამართლობის შედეგად ოკუპირებულია ძალიან ძლიერი მეზობლის მიერ. ურთულეს ვითარებასა და გარემოში ვაყალიბებთ ჩვენს სახელმწიფოებრივ სიძლიერეს. ამ ვითარებაში ქვეყნის ჯარისთვის მთავარსარდლის გაქრობა, რომელიც რეალურად ამ კონსტიტუციაშია, პრინციპულად პრობლემურად მიმაჩნია,“- ეს განცხადება გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვაზე, ბათუმში გააკეთა.

მარგველაშვილმა კონსტიტუციაში შესატან ცვლილბებზე ისაუბრა და ყურადღება პრეზიდენტის უფლებებზე გაამახვილა.

„ნომინალურად პრეზიდენტს ერქმევა მთავარსარდალი, მაგრამ ვერცერთ გადაწყვეტილებას ვერ იღებს. ომის გამოცხადებასთან დაკავშირებითაც კი, პრეზიდენტს მოუვა პრემიერმინისტრის წარდგინება და პრეზიდენტს დისკრეციაც არ აქვს, გადაწყვიტოს, გამოაცხადოს თუ არა ომი,“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით დარბაზში შეკრებილებს კითხვით მიმართა, თუ რას ფიქრობენ პრეზიდენტის არჩევის წესზე. მარგველაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია მოსახლეობის მოსაზრებების გაგება.

„თქვენ უნდა გკითხოთ. გავაუქმოთ თუ არა პირდაპირი არჩევა, ვიმსჯელოთ,“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები