24 აპრილი 2024,   16:16
ვრცლად
დღეს X ფაქტორში მაყურებელი ოთხი სკამის კონკურსს იხილავს

დღეს რუსთავი 2-ზე X ფაქტორში მაყურებელი ოთხი სკამის კონკურსს იხილავს. საკუთარ რჩეულებს ორი მენტორი - გიორგი გაბუნია და სოფო ნიჟარაძე შეარჩევენ. არჩევა მოხდება ბავშვების და ბიჭების კატეგორიაში.

„ათეულიდან 4-ის დატოვება რთულია ხოლმე, იმიტომ, რომ 4-ზე მეტი ადამიანია ხოლმე, როგორც წესი და წელს უფრო განსაკუთრებით ასეა მაგალითად, ბავშვების კატეგორია იქნება დღეს გიორგი გაბუნიასთან და სოფოსთან ბიჭების კატეგორია. ძალიან რთულად მოუწევთ ამ გადაწყვეტილების მიღება,“ - განაცხადა სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის საერთაშორისო პროექტების დირექტორმა, გიორგი ხაბურზანიამ.

დღის ამბები